კულტურის კომიტეტის გასვლითი სხდომა აჭარაში

17 მაისი 2021, 20:05 1020 ნახვა

რა გამოწვევებია კულტურის სფეროში ?  - ამ მიმართულებით იმსჯელეს დღეს კულტურის კომიტეტის გასვლით სხდომაზე.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში გაერთიანებულ ფორმატში ისაუბრეს  - რამდენადაა შესაძლებელი პანდემიის პარალელურად, რეგულაციების სრული დაცვით აღდგეს საფესტივალო პროექტები. 

ამასთან ისაუბრეს დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო პროგრამებზე. კულტურის კომიტეტი აჭარაში გასვლით შეხვედრებს 3 დღის განმავლობაში გამართავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში