სკოლა „გორდაში“ ცნობილი მოფარიკავის, თენგიზ მორჩილაძის ვარსკვლავი და ფარიკაობის მუზეუმი გაიხსნა. იგი აჭარის ფარიკაობის ფედერაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იყო. სკოლა გორდას ბაზაზე შეიქმნა თენგიზ მორჩილაძის სახელობის ფარიკაობის აკადემია, სადაც სპორტის ამ სახეობაში აღსაზრდელები ივარჯიშებენ.