სარაგბო კლუბმა "ბათუმმა“ 2024 წელი გამარჯვებით დაასრულა. ირაკლი ნინიძის გუნდი რაგბი დიდი 10-ის მე -12 ტურის შეხვედრაში სტუმრად ქუთაისის „არესს“ დაუპირისპირდა, მეტოქე 22:3 დააამარცხა და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მეექვსე გამარჯვება მოიპოვა.
შავიზღვისპირელებმა „აია არენაზე“ გამართულ მატჩში 3 ლელოს დადება მოახერხეს. გატანილი ლელობით თავი, რომან მახათაძემ, იონა ფირცხალავამ და მანუელ რატუნიარავამ გამოიჩინეს. რაც შეეხება დარჩენილ ქულებს, ერთი გარდასხვა და ერთი ჯარიმა ვაჟა მიქაძემ გაიტანა, გარდა ამისა ასევე ერთი გარდასახვით გუნდს, ბუბა ნოზაძე დაეხმარა.
ამრიგად "ბათუმმა" ზამთრის შესვენებამდე სატურნირო ცხრილში 37 ქულა დააგროვა და მესამე პოზიციაზე იმყოფება.
მომდევნო შეხვედრას "ბათუმი" 2025 წლის თებერვალში, შინ ბოლნისის „ყოჩებთან” გამართავს. შეხვედრის ზუსტი თარიღი კი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.