მომავალ კვირას გადაწყდება ვის აცრიან და როდის სინოვაკის ვაქცინით, რომლის 100 ათასი დოზაც საქართველოში ჩინეთიდან შემოიტანეს.
ასევე რამდენიმე დღეში გადაწყდება მიიღებს თუ არა ის ჯანმოს ავტორიზაციას. საქართველოში ვაქცინაციის საბჭოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის უსაფრთხო და ეფექტურია და მისი გამოყენება მიზანშეწონილია.