ნიკოლ ფაშინიანმა პუტინს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა

15 მაისი 2021, 12:10 839 ნახვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სამხედრო დახმარების თხოვნით დღეს წერილობით მიმართა. სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ფაშინიანმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა.

ფაშინიანი რუსეთისგან დახმარებას 1997 წლის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების საფუძველზე ითხოვს.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი გადადგა უმაღლესი დონის შეთანხმებების შემდეგ, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანმა ჯარები უნდა გაიყვანოს სომხეთის სუვერენული ტერიტორიიდან, შეთანხმება კი მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი