ნათია თურნავა „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

13 მაისი 2021, 15:07 1234 ნახვა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ნათია თურნავამსინოფარმის“ ვაქცინა გაიკეთა. 

მინისტრის თქმით, ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რათა სწრაფად აღდგეს ეკონომიკა და ტურიზმი.

''მე, როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ვინც ასევე პასუხისმგებელია ტურიზმში მიმდინარე პროცესებსა და პოლიტიკაზე, მოვალედ ჩავთვალე თავი, აცრა გამეკეთებინა ტურიზმის ინდუსტრიის სხვადასხვა ლიდერთან. დღეს ჩემთან ერთად იმყოფება ტურისტული ინდუსტრიის 20-მდე წარმომადგენელი. ესენი არიან ასოციაციების თავმჯდომარეები, მსხვილი და პატარა სასტუმროების დამფუძნებლები, რესტორნების დაფუძნებლებირესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენლები. ვაქცინაცია არის ერთადერთი გზა, რათა რაც შეიძლება სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა და ტურიზმი. მართლაც ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ობიექტები ჩვენ გვექნება. თავს კარგად ვგრძნობ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი