ქედაში, სოფელ ორცვის საჯარო სკოლა, კორონავირუსის შემთხვევების გამო, ონლაინ სწავლებაზე გადავიდა. ვირუსი ხუთ მასწავლებელს და ერთ საქმეთა მმართველს დაუფიქსირდა.
ეპიდემიოლოგთა რეკომენდაციით, დღეს საკლასო ოთახებში სწავლა არ განახლებულა.
ქედის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით, ონლაინ სწავლება სკოლაში 12 დღეს გაგრძელდება. დურმიშხან შავიშვილი ამბობს, რომ სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდება.
ქედაში დღეს თხუთმეტივე ბაღში სააღმზრდელო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდა.