"სინოფარმის" მეორე დოზებზე რეგისტრაციის საიტი ხარვეზით მუშაობს

12 მაისი 2021, 22:00 1262 ნახვა

დღეს, 12 მაისს 20:00 საათიდან "Sinopharm"-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია დაიწყო. ამ ეტაპისთვის სარეგისტრაციო პორტალი booking.moh.gov.ge-ზე ხარვეზები ფიქსირდება.

მოქალაქეები პორტალზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

NCDC-ის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე, ხარვეზს პირად ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა, სადაც დაწერა, რომ ვებსაიტზე ტექნიკური შეფერხება ფიქსირდება.

„დროებითი ტექნიკური შეფერხებაა რეგისტრაციის ვებგვერდზე, რომელზეც მუშაობენ და მალე გასწორდება. არავინ დარჩება მისთვის განკუთვნილი მეორე დოზის გარეშე, შესაბამისად სანერვიულო არაფერია", - წერს „ფეისბუკზე" ანა კასრაძე.

 

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში