დაავადება უფრო სწრაფად და მარტივად გავრცელებადი გახდა ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ლიკა მუმლაძის ინფორმაციით, მძიმე ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა გაიზარდა, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია ბავშვებშიც. მისივე თქმით, ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებს, სააღდგომო დღეებთან დაკავშირებული ე.წ. დიდი კლასტერები გაჩნდება.