9 მაისი ნაცისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეა 1945 წლის 8 მაისს საბჭოთა არმიამ ბერლინი აიღო და გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა 1941-45 წლებში მსოფლიო ომში 700 ათასი ქართველი გაიწვიეს, რაც მაშინ მამაკაცი მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენდა, აქედან 300 ათასზე მეტი ბრძოლის ველზე დაეცა ან საკონცენტრაციო ბანაკებში დაიღუპა.
ომის ვეტერანებს და დაღუპულ მეომრებს დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით პატივი მიაგეს.
ჩვენი გადამღები ჯგუფი კი ბათუმში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა და მათ განვლილი პერიოდი გაიხსენეს.