ნიკა მელიას სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება

09 მაისი 2021, 17:49 1265 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართა როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესი ჯერჯერობით უცნობია. ნიკა მელიას გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადა, რასაც მმართველ გუნდში და ოპოზიციაში სხვადასხვა ინტერპრეტაციას აძლევენ.. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამით ევროკავშირმა ნიკა მელიას პოლიტპატიმრობა აღიარა, ხოლო ქართულ ოცნებაში განსხვავებული მოსაზრება აქვთ და ევროკავშირის ქმედებას, როგორც პარტნიორის სწრაფვას მდგომარეობის დეესკალაციისკენ ინტერპრეტირებენ

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი