არასამთავრობო ორგანიზაცია “იპოთეკით, მშენებლობებითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა გაერთიანება“ უფასო იურიდიულ დახმარებას სთავაზობს იმ მოქალაქეებს, რომელთა ქონებაც უკანონოდ მიითვისეს. ორგანიზაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პანდემიის ფონზე იმატა მევახშეების მხრიდან იპოთეკური სესხით მოსარგებლე მოქალაქეთა, ქონების თაღლითური გზით დაუფლების შემთხვევებმა. კერძოდ, გიგა წულეისკირი ამბობს, რომ მევახშეები ე.წ. შავი ხვრელებით სარგებლობენ და ითვისებენ მოქალაქეების უძრავ ქონებას. ორგანიზაცია მიმართავს პროკურატურას დაინტერესდნერნ და გამოიძიონ მსგავსი საკითხები. თავად კი ფაქტებისა და კონკრეტული პირების უახლოეს მომავალშ?ი გასაჯაროებას გეგმავენ