არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა

08 მაისი 2021, 12:04 3347 ნახვა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა აღიკვეთა.

არადეკლარირებული თანხა, მებაჟე ოფიცრებმა, აზერბაიჯანის  მხრიდან, შემოსული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, მოწყობილ სამალავში აღმოაჩინეს. 

თანხის მალულად შემოტანას, 1988 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ცდილობდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი