ნამოხვანში გაუჩინარებული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები განახლდა. დღეს გუმათჰესების კასკადისა და რიონჰესის სათავე ნაგებობის საგუბარების წყლისგან დაცლა დაიწყო. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100-მდე მეხანძრე - მაშველი, რომლებიც მდინარის ფსკერს სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, ექოლოტებით დაათვალიერებენ. ირაკლი ანთიძის კვალი მდინარე რიონში 10 აპრილს დაიკარგა.