საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე ხნულს ავლებენ

06 მაისი 2021, 15:52 1233 ნახვა

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, გამყოფი ხაზის გასწვრივ კიდევ ერთი ხნული გაავლეს.

ადგილობრივების ინფორმაციით ე.წ. სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლები  საოკუპაციო ხაზთან გუშინ გამოჩნდნენ. სოფლების ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე სადერმაკაციო სამუშაოებს აწარმოებენ.

სუს-ის ინფორმაციით უკვე ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი