ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის, მედიაწიგნიერების განვითარებისა და ამ თემებზე ცნობადობის გაზრდის მიზნით, კომუნიკაციების კომისიასა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ” ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ. შეთანხმების მიზანი დეზინფორმაციის, ევროპული ღირებულებებისა და ციფრული უნარების შესახებ საქართველოს მოსახლეობის ცნობიერების გაზრდაა.