დაბა ოჩხამურში არსებული წყაროდან მოსახლეობა ყოველ დღე, სასმელ წყალს ხელით ეზიდება. მათი თქმით, წყალი, რომელიც დღეს, ხანდახან მიეწოდებათ უვარგისია. ოჩხამურის ყოფილი მეურნეობის ბინებში, დაახლოებით 2000-ოჯახი ცხოვრობს. ისინი უკვე წლებია გამრიცხველიანებას და წყლის უწყვეტ მოწოდებას ითხოვენ.
რა პასუხი აქვს მოსახლეობის პრობლემებზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას?