მესტიაში გულის უღელტეხილზე სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. მაშველებმა გარდაცვლილი ტურისტი ქალი იპოვეს. იგი შვეიცარიის მოქალაქეა. კიდევ ერთი ტურისტი, კი რომელიც 29 წლის გოგოსთან ერთად იმყოფებოდა გადარჩა.
სამაშველო სამსახურში შევიდა ინფორმაცია, რომ მესტიაში იმყოფებოდა ტურისტი, რომელიც ითხოვდა მაშველების დახმარებას.
ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიული მართვის სამმართველოში აშშ-დან შევიდა, სპეციალური ზარი კომპანიიდან, სადაც დაფიქსირდა მესტიაში მყოფი ტურისტების SOS სიგნალი და კოორდინატები.