სან დიეგოს სანაპიროსთან გემი ჩაიძირა

03 მაისი 2021, 12:35 1031 ნახვა

გემის ამობრუნებას შეერთებულ შტატებში მსხვერპლი მოჰყვა. შემთხვევა კალიფორნიაში, სან დიეგოს სანაპიროსთან მოხდა. დაიღუპა 3 და დაშავდა 20-ზე მეტი ადამიანი.ადგილზე მაშველები მუშაობდნენ. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ამერიკული მედიის ცნობით, გემზე მყოფები შესაძლოა მიგრანტები იყვნენ.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში