დღეიდან ბრწყინვალე შვიდეულია. ბრწყინვალე შვიდეულის ყოველ დღეს ტაძრებში სადღესასწაულო ლიტურგია სრულდება და მორწმუნეებს ზიარების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს საფლავთა კურთხევა აღინიშნება, მაგრამ პანდემიის გამო საფლავებზე გასვლა წელს აკრძალულია. მოქალაქეებს ამის საშუალება 4 მაისიდან ექნებათ.
ხვალ ივერის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია. 6 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათს კი გიორგობაა, წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღე.
7 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს, „წყარო ცხოვრებისად“ წოდებული ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული.
8 მაისს, ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს, მოციქულის, მარკოზ მახარებლის ხსენების დღეა.
9 მაისი კი კვირაცხოვლობაა.
აღდგომის შემდეგი კვირა მსგეფსია და მორწმუნეებს ყველანაირი პროდუქტის მიღება შეუძლიათ.