აჭარის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის განხილვები უმაღლესი საბჭოს კომისიებში იწყება. დღეს ბიუროს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც დეპუტატებმა ბიუჯეტის საკითხზე უნდა იმსჯელონ. განხილვას უმაღლესი საბჭოს მოქმედი შემადგენლობა იწყებს, თუმცა მთავარ ფინანსურ დოკუმენტი ახალი მოწვევის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. 2017 წლის ბიუჯეტი 238 მილიონია, ის 2016 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტთან შედარებით 6 მილიონითაა გაზრდილი.