რუსთავის აზოტის თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა. ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათსა და საწარმოს ადამინისტრაციას შორის შეთანხმება შეიძლება ითქვას შედგა. გაფიცულები 5 დღის განმავლობაში ხელფასის 50% მატებას ითხოვდნენ. ადმინისტრაციამ მათ შეთავაზებათა დოკუმენტი წარუდგინა.