ელგუჯა ბაგრატიონი სასაფლაოზე შესვლისას დააკავეს

02 მაისი 2021, 17:23 5010 ნახვა

ნაციონალური მოძრაობის წევრი ელგუჯა ბაგრატიონი სამართალდამცველებმა ურეხის სასაფლაოზე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს. პოლიტიკოსი ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციის მანქანაში იმყოფება. სასამართლო პროცესი ჯერ არ ჩანიშნულა. როგორც ცნობილია, კორონავირუსის გავრცელებს თავიდან ასაცილებლად საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეიდან, 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა იკრძალება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რეგულაციის დამრღვევი პირი 2000 ლარით ჯარიმდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი