თბილისი-ზუგდიდის მატარებლის მგზავრებმა, რომელიც ლიანდაგიდან გადავიდა, გადაადგილება ხუთსაათიანი ლოდინის შემდეგ შეძლეს. მგზავრები ამ დროის განმავლობაში ალტერნატიული ტრანსპორტის მოლოდინში იყვნენ. ცნობისთვის ხაშური-ზესტაფონის მონაკვეთზე, სოფელ მარელისთან ზუგდიდიდან-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის მეოთხე ვაგონი ჯერჯერობით დაუზუსტებელი მიზეზების გამო, ლიანდაგს ასცდა ორი გორგოწყვილით.