მოსახლეობის მოთხოვნა ადლიის დასახლებაში

01 მაისი 2021, 12:25 1323 ნახვა

საპროტესტო აქცია ადლიაში. მეჯინსწყლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები დასახლებაში  ქვეწარმავლების მომრავლებას იქ არსებულ ინფრატსრუქტურულ სამუშაოებს უკავშირებენ, ირწმუნებიან, რომ  მერიამ  მდინარის პირას ფერდსამაგრი სამუშაოები განახორციელა , თუმცა ჩამოსხმის ნაცვლად მდინარის პირას ქვები ამოაშენეს, რის გამოც დასახლებაში ქვეწარმავლები გამრავლდა. მოსახლეობას პრობლემა განსაკუთრებით ტემპერატურის მატების დროს აწუხებთ. აქციის მონაწილეები მდინარის პირას  ქვების გაბიონის დემონტაჟს და ფერდის  ჩამოსხმას ზაფხულამდე ითხოვენ. მათ პრობლემის მოგვარების მიზნით წერილობით ბათუმის მერიას არაერთხელ მიმართეს,  ბოლო წერილი უწყებაში აპრილში შევიდა. ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს და წერილობით მოგვწერეს რომ  საკითხს შეისწავლიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი