ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ პროექტთან დაკავშირებით ერთობლივ დასკვნას აქვეყნებენ. საუბარია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის მიერ ინიცირებული საარჩევნო კოდექსის ცვლილების პროექტზე, რომელიც ეუთო/ოდირში იყო გადაგზავნილი.