ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ბაზრის ასაგებად 50 ათასი ლარი დაიხარჯა. იგი ფუნქციონირებაში ექვსი წლის წინ უნდა შესულიყო, თუმცა კვლავ დაკეტილია.
ადგილობრივებს საკუთარი პროდუქციის რეალიზება ღია ცის ქვეშ უწევთ. ზოგი სახელდახელოდ მოწყობილ დახლებზე, ზოგიც პირდაპირ ავტომანქანებიდან ვაჭრობს.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა კი ბაზრის გახსნას შემოდგომაზე აანონსებს. მათი განცხადებით, გარემოვაჭრეები კანონდარღვევის შესახებ გაფრთხილებული არიან და თუ საქმიანობას გააგრძელებენ დახლების დემონტაჟი განხორციელდება.