კოვიდის 1476 ახალი შემთხვევა და 15 გარდაცვლილი – ეპიდვითარება

30 აპრილი 2021, 18:02 651 ნახვა

სინოვაკის“ 100 ათასი დოზა უკვე საქართველოშია.   ეს უკვე რიგით მეორე ჩინური წარმოების  ვაქცინაა, რომელიც  საქართველოში შემოიტანეს. რამდენიმე კვირის წინ ჩამოიტანეს სინოფარმი, რომლითაც იმუნიზაცია სამშაბათიდან დაიწყება.

სინოვაკის“ გამოყენება  კი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ავტორიზაციის შემდეგ დაიწყება, თუმცა ამ პროცესის დაყოვნების შემთხვევაშიც, „სინოვაკის“ გამოყენების პირობებზე საბჭო კიდევ იმსჯელებს. 

რაც შეეხება ეპიდვითარებას ქვეყანაში, 1476 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 107 აჭარაში გამოვლინდა. ინფექციის გავრცელების კუთხით ყველაზე მეტი შემთხვევა რეგიონებს შორის  აჭარაშია.  გარდაიცვალა 15 პაციენტი ქვეყნის მასშტაბით. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში