ლედი გაგას ძაღლების გამტაცებლები დააკავეს

30 აპრილი 2021, 17:25 970 ნახვა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ 5 ადამიანი დააკავა, რომლებიც მომღერალ ლედი გაგას ორი ფრანგული ბულდოგის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილები. 5 დაკავებულიდან სამი ლედი გაგას თანაშემწის, რაიან ფიშერის ძარცვასა და მკვლელობის მცდელობაში არიან ეჭვმიტანილები. ორი კი,  რომლებმაც მომღერლისგან დაკარგული ძაღლებისთვის ჯილდოს სახით ნახევარი მილიონი დოლარი მიიღეს,  ასევე ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში.  

25 თებერვალს მომღერლის თანაშემწე რაიან ფიშერი 3 ძაღლს ასეირნებდა, როდესაც მას ორი ადამიანი დაესხა თავს. მათ ძაღლების გატაცება სცადეს, ფიშერმა კი წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგ ის ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ბულდოგები ავტომობილში ჩასვეს. ერთმა ძაღლმა გაქცევა შეძლო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში