კორონავირუსის ინდური შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა საფრანგეთში. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონ ლო და გარონას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ახალი შტამი დაუდასტურდა ფრანგს, რომელიც ქვეყანაში ინდოეთიდან ჩავიდა.
დამცავი ზომების ნაადრევად შემსუბუქებამ, როდესაც უფრო გადამდები ვარიანტები არსებობს და ვაქცინაციის მაჩვენებელი ჯერ კიდევ დაბალია, შესაძლოა ნებისმიერ ქვეყანაში შტორმი გამოიწვიოს. ინდოეთის სიტუაცია შესაძლოა ყველგან მოხდეს,- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლუგემ განაცხადა.
კლუგემ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროპის ქვეყნების რამდენიმე ლიდერმა კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება დააანონსა.