ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. 30 აპრილის მონაცემებით, კოვიდ-19 386 ათას 452 ადამიანს დაუდასტურდა, 3 ათას 400-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხმა 18 მილიონს გადააჭარბა. 208 ათასი ადამიანი კორონავირუსითა და თანმდევი დაავადებით გარდაიცვალა. ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მე-7 დღეა 300 ათასს აღემატება, რის გამოც ადგილობრივი ექიმები დახმარებას არმიას სთხოვენ. ინფექციის სწრაფი გავრცელების მიზეზი კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები და საშიში ვარიანტია, რომელიც ინდოეთის ტერიტორიაზე გაჩნდა.