ზალკალიანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე

30 აპრილი 2021, 12:32 759 ნახვა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში უსაფრთხოების მიმართულებით არსებული პრობლემატიკა,  რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის პოლიტიკა და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები -ეს იყო მთავარი საკითხები, რომლებზეც  საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ვიშეგრადის ჯგუფისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა. დავით ზალკალიანი ღონისძიებაში ვიდეოკონფერენციის ფორმატში  ჩაერთო.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის დასრულების შემდეგ, მიიღეს  ვიშეგრადის ოთხეულის ერთობლივი განცხადება „აღმოსავლეთ პარტნიორობაზე“ და დაგეგმილ სამიტზე. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი