საქართველოში კორონავირუსის 1476 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 15 პაციენტი

30 აპრილი 2021, 10:58 948 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 476 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.  ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ბოლო 24 საათში 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ 15 პაციენტი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 27 895 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 090, „პისიარ“ ტესტით – 16 805.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,29% ბოლო 14 დღის – 4,7%, ბოლო შვიდი დღის – 4,85%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 476 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 923 შემთხვევა, აჭარა – 107, იმერეთი – 90, ქვემო ქართლი – 82, შიდა ქართლი – 48, გურია – 24, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 104, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – ექვსი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ერთი.

სულ ამე ეტაპზე აცრილია – 45 338 ადამიანი, დღიურად აცრილია 1 729.

კარანტინის რეჟიმშია 99, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 873 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 749 პირი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი