ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში კოვიდი 379 ათას 257 ადამიანს დაუდასტურდა, 3,6 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ინდოეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი მე-7 დღეა 300 ათასს აღემატება.
ქვეყნის სამედიცინო სისტემა მთლიანად გადატვირთულია და საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის. ამიტომ პანდემიასთან საბრძოლველად ინდოელმა ექიმებმა უკვე სთხოვეს დახმარება სამხედროებს.