სააკაშვილის პასუხი პოროშენკოს

08 ნოემბერი 2016, 00:00 3996 ნახვა

სააკაშვილი პოროშენკოს სოციალურ ქსელში პასუხობს.  `ჩემს წარმომავლობაზე აპელირება ავაკოვისა და მისი მსგავსი მოღვაწეების მეთოდს ჰგავს. მე კი ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ასეთ რიტორიკაზე მაღლა იდგეს.  მე და პეტრო პოროშენკო პრაქტიკულად ერთ დროს ჩავედით უკრაინაში, მე საქართველოდან, ის - მოლდოვინდან. უკრაინის მოქალაქეობის მონიჭებისთვის მისი მადლობელი ვარ. ასე რომ, ყველა უნდა შეეგუოს, რომ მე ვარ უკრაინელი პოლიტიკოსი და გავიმარჯვებ ან დავმარცხდები არა საქართველოში, არამედ  - უკრაინაში. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ მე ჯერ კიდევ 6 თვის წინ მინდოდა თანამდებობიდან წასვლა, მაგრამ მან გადამაფიქრებინა. პოროშენკომ დამიყოლია რეფორმების გაგრძელების დაპირებით, უბრალოდ ახლა მე უკვე აღარ მჯერა დაპირებების და საქართველოს არჩევნები არაფერ შუაშია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი