ევრობასკეტზე საქართველოს ყველა მეტოქე ცნობილია

29 აპრილი 2021, 16:27 1395 ნახვა

2022 წლის ევრობასკეტზე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია.

საქართველო კონტინენტის პირველობის  ერთ-ერთი მასპინძელი ქვეყანაა.

საქართველოს ჯგუფში არიან: თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი.
ევრობასკეტის ყველა ჯგუფი კი შემდეგნაირად გამოიყურება :

A ჯგუფი: საქართველო, თურქეთი, რუსეთი, ესპანეთი, ბელგია, ბულგარეთი.

B ჯგუფი: გერმანია, ლიეტუვა, საფრანგეთი, სლოვენია, უნგრეთი, ბოსნია.

C ჯგუფი: იტალია, ესტონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი.

D ჯგუფი: ჩეხეთი, პოლონეთი, სერბეთი, ფინეთი, ისრაელი, ნიდერლანდები.

ჩემპიონატი 2022 წლის 1-18 სექტემბერს გაიმართება. ჯგუფური ეტაპის თამაშები თბილისში, მილანში, პრაღასა და კიოლნში ჩატარდება.

პლეი ოფის თამაშებს კი გერმანიის დედაქალაქი ბერლინი უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში