შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭო

29 აპრილი 2021, 12:38 545 ნახვა

თეა ახვლედიანმა შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოსთან პირველი შეხვედრა გამართა.  სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრმა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა. ასევე წარმოადგინა ხედვა ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს ფარგლებში, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის გაანალიზების, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის განხილვისა და მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენის მიმართულებით თანამშრომლობის წარმართვის კონკრეტულ ასპექტებზე. მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს აპარატში ექსპერტთა საკონსულტაციო საბჭოს შექმნა და ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის ინიციატივა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი