,,ჯორჯიან მანგანეზსა“ და დასაქმებულებს შორის შეთანხმება გაფორმდა

28 აპრილი 2021, 17:50 610 ნახვა

შპს „ ჯორჯიან მანგანეზსა „ და დასაქმებულებს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ დღეს შესაბამისი დოკუმენტი პროფკავშირებთან გაფორმდა. დოკუმენეტი იმის გარანტიაა, რომ 2021 - ი წლის პირველი მაისიდან კომპანიის თანამშრომლები ახალი ხელშეკრულების საფუძველზე იმუშავებენ.  

შეთანხმების მიხედვით, მუშა - მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურება 250-ი ლარით გაიზრდება, დასაქმებულები წელიწადში ოთხჯერ მიიღებენ ფულად საჩუქარს.

დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ მხარეებმა აღნიშნეს, რომ ახალი ხელშეკრულებით მნიშვნელოვნად უმჯობესდება შრომითი ანაზღაურება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი