საქართველოს ეროვნული ნაკრები 3 ოფიციალურ შეხვედრას ბათუმში გამართავს

28 აპრილი 2021, 14:58 1600 ნახვა

ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო სამ საშინაო შეხვედრას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ბათუმში გამართავს.

2 სექტემბერი - საქართველო - კოსოვო;

9 ოქტომბერი - საქართველო - საბერძნეთი;

11 ნოემბერი - საქართველო - შვედეთი;

ოფიციალურ მატჩებამდე, ვილი სანიოლის გუნდი ორ ამხანაგურ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებს.

2 ივნისს, ქალაქ პლოიეშტის სტადიონზე ჩვენი გუნდი რუმინეთს დაუპირისპირდება. 8 ივნისს კი, ქალაქ ენსხედეში ნიდერლანდებსა და საქართველოს შორის ამხანაგური მატჩი შედგება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში