ხუთშაბათიდან 17 მაისამდე სრული „ლოქდაუნი“ ამოქმედდება თურქეთში. ჩერდება ყველაფერი.
გამონაკლისი შეეხება მხოლოდ საკვებისა და წარმოების სფეროებს. კაფეები და რესტორნები მხოლოდ მიტანის სერვისით იმუშავებენ, სუპერმარკეტები კი კვირაობით დახურული იქნება.
თურქეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 37 312 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4.6 მილიონს გადააჭარბა.