მედეას ძეგლი რეაბილიტაციის მოლოდინში

27 აპრილი 2021, 17:49 748 ნახვა

ევროპის მოედანზე მდებარე მედეას ძეგლს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ამ დროისთვის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შემუშავების პროცესში არიან.

ალექსანდრე მჟავანაძის თქმით, თუ როდის დაიწყება  რეაბილიტაცია  ჯერ უცნობია. მედეას ქანდაკება 2007 წელს დაიდგა, მონუმენტის ავტორი დავით ხმალაძეა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში