ქობულეთში, კორონავირუსის გამო #3 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.
ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში კორონავირუსი აღმზრდელს და ორ ძიძას დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, წყარო გარე კლასტერია.
ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სააღმზრდელო დაწესებულება 2 კვირით დაიხურა.
ამ დროისთვის ქობულეთში კორონავირუსის გამო 5 საბავშვო ბაღი და 8 საჯარო სკოლაა დახურული.