მთავრობის სხდომაზე 4 ახალი მცირე ზომის საწარმოს შექმნის იდეა დამტკიცდა - ნათია თურნავა

26 აპრილი 2021, 13:48 720 ნახვა

დღეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა 4 ახალი მცირე ზომის საწარმოს შექმნის იდეა-ამის შესახებ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. 

მისივე განმარტებით, ერთი საწარმო თელავში, მეორე ზესტაფონში, ორი კი თბილისში შეიქმნება.

"თელავში შეიქმნება მცირე სამაცივრე მეურნეობა, საკვები პროდუქტების შესანახი. განხორციელდება 616 000 ლარის ინვესტიცია,  რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმების პირობით.

ზესტაფონში, ბოჭკოვანი მინის მწარმოებელი საწარმო , 2 მლნ 152 ათასი ლარის ინვესტიცია, რამდენიმე ათეული ადამიანის დასაქმების პირობით.

თბილისში ფონიჭალის დასახლებაში შეიქმნება სამშენებლო მასალის და ლითონის ნაწარმის მწარმოებელი მცირე საწარმო, მილიონ ლარზე ცოტა მეტი ოდენობის ინვესტიციით, რომელიც ასევე დაასაქმებს ათეულობით ოჯახს.

თბილისში, ფონიჭალაში შეიქმნება ქიმიური პროდუქციის, სარეცხი საშუალებების მწარმოებელი მცირე საწარმო. განხორციელდება 600 000 ლარზე მეტი ინვესტიცია"-განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ახალი საწარმოების პროექტი პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში განხორციელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი