ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში შმაგი ბოლქვაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა! 72 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველი ფალავანი სომეხ მალხას ამოიანს დაუპირისპირდა და 4:1 მოუგო. ფინალამდე შმაგიმ შვედი დანიელ მატიას სოინი, რუსი ჩინგიზ ლაბაზანოვი და უნგრელი რობერტ ფრიტში დაამარცხა. ამგვარად, ბოლქვაძემ ევროპის ჩემპიონატზე კარიერაში მე-3 მედალი მოიპოვა და ახლა მას სამივე სინჯის მედალი აქვს ევროპირველობიდან - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო. ვერცხლის მედალი მოიპოვა იაკობ ქაჯაიამ, ბრინჯაოს მფლობელები გახდნენ ლერი აბულაძე და აივენგო რიკაძე.