დედის გარეშე დარჩენილი 4 თვის ტყუპი ძმები და 4 წლის გოგონას ბებია და ბაბუა ზრდის, მათი ერთადერთი შემოსავლის წყარო მოხუცების პენსია და გულისხმიერი ადამიანების დახმარებაა, რაც, რა თქმა უნდა, ნორმალური კვებისა და საცხოვრებელი პირობებისთვის არასაკმარისია. აბაშიძეების ოჯახს ერთჯერადად სახელმწიფოც დაეხმარა. ჯერ უცნობია მიიღებენ თუ არა სოციალურ დახმარებას, ყველაფერი ქულებზეა დამოკიდებული, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ დახმარება მხოლოდ პატარებმა მიიღოს და ისიც ყოველთვიურად თითომ 10 ლარი.