მსოფლიო ძიუდოს რეიტინგში ცვლილებებია

22 აპრილი 2021, 18:27 1118 ნახვა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა. ცვლილებები შეეხო საქართველოს ნაკრების წევრებსაც.

60 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო შედეგი ლუხუმ ჩხვიმიანს აქვს, რომელიც 3 792 ქულით მეთორმეტეა, თემურ ნოზაძეს (3 420) მე-16 პოზიცია უკავია.

66 კგ-ში ვაჟა მარგველაშვილმა 5 885 ქულით მეორედან მესამე პოზიციამდე დაქვეითდა.

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მე-12 საფეხურს ინარჩუნებს ლაშა შავდათუაშვილი 3 985 ქულით, ალეკო მამიაშვილი კი 660 ქულით 69-ე პოზიციაზეა.

81 კგ-ში მოწინავე ხუთეულშია ტატო გრიგალაშვილი. ტატო 5 571 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. ლუკა მაისურაძე კი 3 560 ქულით რეიტინგში მე-17 ეა.

90 კგ-ში ლაშა ბექური რეიტინში 5782 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, ბექა ღვინიაშვილი კი მე-6 ადგილზეა.

ერთადერთი წონა, სადაც რეიტინგის სათავავეში ქართველი დგას ეს 100 კგ. წონითი კატეგორიაა. ამ წონაში 7086 ქულით ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო ძიუდოს კლასიფიკაციას ლიდერობს. ამავე წონაში 31-ეა ახალგაზრდა ილია სულამანიძე.

მძიმე წონაში კი 6163 ქულით გურამ თუშიშვილი მეოთხე ადგილზეა, გელა ზაალიშვილი მე-9 ზე, ხოლო ლევან მატიაშვილს 22-ე პოზიცია უკავია.

ქალთა რეიტინგში ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) 1786 ქულით 30-ეა, ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ.) 3 034 ქულით მე-16 პოზიცია უკავია, მარიამ ჭანტურია (70 კგ.) 693 ქულით 51-ეა, სოფიო სომხიშვილი (+78 კგ.) კი 148 ქულით – 89-ე.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში