ლელოს ლიდერები ბრიუსელში ევროპარლამენტარ ვიოლა კრამონს შეხვდნენ, სადაც განხილვის ერთ-ერთი თემა შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულება და მონიტორინგი იყო. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მათი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტიებმა ასევე მონაწილეობა მიიღონ საპარლამენტო მუშაობაში. ევროპარლამენტარები მზად არიან, რომ ყოველდღიურად გააკონტროლონ ამ ხელშეკრულების აღსრულების პროცესი, შეიქმნას ეგრედწოდებული დამკვირვებელთა ჯგუფი ევროპარლამენტში, რომელიც გააკონტროლებს შეთანხმების შესრულებას.