საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ევროპარლამენტარები კიდევ ერთი განცხადებით ეხმაურებიან და მიესალმებიან პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. სვენ მიქსერი, მარინა კალიურნიდი და ვიოლა ფონ კრამონი ერთობლივ განცხადებაში მიუთითებენ, რომ შეთანხმების დოკუმენტი სრულყოფილად ეხება პოლიტიზებული სამართლიანობის საკითხებს, საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესებას და სასამართლო რეფორმას. ევროპელ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ შარლ მიშელის მიერ განახლებული ტექსტი პოლიტიკურად გაწონასწორებულია და ახალ სტიმულს აძლევს დემოკრატიის კონსოლიდაციას და კანონის უზენაესობას, რითაც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს შეესაბამება. ევროპარლამენტარები დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა დ პარლამენტის ცალკეულ წევრებს მოუწოდებენ გამოავლინონ სიმამაცე და შეურთდნენ ხელმომწერ პოლიტიკოსებს.