იგეგმება თუ არა აღდგომის დღესასწაულზე დამატებითი შეზღუდვები - თამარ გაბუნიას განმარტება 

21 აპრილი 2021, 15:47 1081 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სააღდგომო დღესასწაულამდე 10 დღე არის დარჩენილი, ეპიდემიოლოგიური მდგომარების გათვალისწინებით, არ არის გამორიცხული დამატებითი შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს. 

თამარ გაბუნიას თქმით, დღევანდელი მდგომარეობით ღამით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნაც არ იგეგმება. საბჭოს სხდომაზე ე.წ. ''კომენდანტის საათის'' გაუქმებაზე არ უმსჯელია. 

"ჯერჯერობით, რაიმე გადაწყვეტილება, რომელიმე სახის აკრძალვაზე არ მიგვიღია, თუმცა ჩვენ მანამდე გასავლელი გვაქვს თითქმის 10 დღე, ვიდრე მივალთ სააღდგომო დღესასწაულებამდე. ეს 10 დღე ხშირ შემთხვევაში ცვლის ეპიდემიოლოგიურ სურათს. ასე, რომ უნდა კიდევ ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები ეპიდემიური კუთხით, რომ დამატებით შეზღუდვებზე, შესაძლოა, დადგეს საკითხი. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრიცხავთ დღევანდელი მდგომარეობით.

ის რაც რელიგიური მსახურების დროს ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოს ქმნის, უნდა დარჩეს ძალაში. ეს ყველასთვის ცნობილია და ამ წესების დაცვით უნდა ჩატარდეს პროცესები'' - განაცხადა გაბუნიამ. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში