ქედაში, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ქართული ჭიდაობის ტურნირი გაიმართა, რომელშიც აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირში 45 მოჭიდავე ასპარეზობდა. აჭარის პირად პირველობაში, ექვს წონით კატეგორიაში გამარჯვებულები მონაწილეობას საქართველოს პირველობაში მიიღებენ, რომელიც 23-24 აპრილს ქარელში გაიმართება. გამარჯვებულები დღეს თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.